saqarTvelos myinvarebi - xaldes myinvari

ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ქედი სვანეთის კავკასიონი
კოორდინატები 42°59`55` ჩ. გ. 43°02`43` ა. გ.
სიგრძე 7.4 კმ
ფართობი 11.6 კმ²
ტიპი ხეობური

 

ხეობის რთული ტიპის სამხრეთ-დასავლეთური ექსპოზიციის მყინვარი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის - ხალდეჭალის სათავეში. სიგრძე 7,4 კმ, ფართობი 11,6 კმ². ფირნის ველი შემოფარგლულია კავკასიონის მთავარი ქედის უმაღლესი მწვერვალებით (შხარა, პუშკინის პიკი, ჯანღა, შოთა რუსთაველის მწვერვალი და სხვა), რომელთა სიმაღლე 5000 მ-ს აღემატება.

ზემო ნაწილში ხალდეს მყინვარი წარმოდგენილია სამი ყინულვარდნილით, რომლებიც დიდი ნაპრალიანობით ხასიათდებიან. ყინულვარდნილთა შეერთება ხდება 2800 მეტრზე. ქვემოთ კი მყინვარის ენა იცვლის მიმართულებას სამხრეთ-დასავლეთისაკენ და ბოლოვდება 2545 მეტრის სიმაღლეზე. სამივე მყინვარის შეერთების ადგილას მყინვარი ფართოვდება და ვრცელ მოედანს აჩენს, რომლის ქვემოთ მყინვარი ერთ მძლავრ ნაკადად მოედინება. ხალდეს მყინვარის ენის ბოლო დაფარულია სქელი მორენული საფარით და მყინვარის ზედაპირს ინტენსიური დნობისაგან იცავს. მყინვარიდან გამოდის მდინარე ხალდეჭალა.